ზღაპრები, რომლებიც ცოცხლდება

სიზმარა კლასიკურ ქართულ ზღაპრებს გამომსახველი ხმით ჰყვება. ნახატები ამბავთან ერთად იცვლება და ნაზად მოძრაობს, სიტყვები კი ხმასთან ერთად ანათებს.

  • ბიბლიოთეკა მუდმივად იზრდება
  • ზღაპრები ყველასთვის
  • რეკლამის გარეშე
„კომბლე“ სიზმარას ფლეერში: მოსმენის, სუბტიტრებისა და ჩართული ფონური მუსიკის ღილაკები.
სიზმარას მთავარი ეკრანი: მოსმენის გაგრძელება, რჩეული ზღაპრები და ახალი ამბები.
პერსონალური ზღაპრის შექმნის ჩატი და ნახატების სტილის არჩევა.ზღაპრების თარო: კატეგორიები და ზღაპრები ნახატებით.

როგორ მუშაობს

ზღაპრის დრო სამ ნაბიჯში

  1. ზღაპრების თარო: კატეგორიები და ზღაპრები ნახატებით.

    აირჩიეთ ზღაპარი

    კლასიკური და ხალხური ზღაპრები ერთ თაროზე, ბავშვის ასაკისა და საყვარელი თემების მიხედვით.

  2. „კომბლე“ სიზმარას ფლეერში: მოსმენის, სუბტიტრებისა და ჩართული ფონური მუსიკის ღილაკები.

    ჩართეთ და მოუსმინეთ

    მთხრობელი ჰყვება, ნახატები მოძრაობს, სიტყვები კი ხმასთან ერთად ანათებს.

  3. სიზმარას მთავარი ეკრანი ძილისწინა რეჟიმში.

    ძილი ნებისა

    ზღაპრის ბოლოს თქვენს პატარას ვარსკვლავი ელის, ძილისწინა რეჟიმში კი აპი მშვიდ, მუქ ფერებზე გადადის.

შესაძლებლობები

ყველაფერი მშვიდი საღამოსთვის

ნაწყვეტი ზღაპრიდან „მკვეხარა ქოთანი“: ნახატები ერთმანეთს ენაცვლება, სუბტიტრებში კი სიტყვები ხმასთან ერთად ანათებს.

სიტყვები ხმასთან ერთად ანათებს

მთხრობელი ამბავს თბილად და ემოციურად ჰყვება, თითოეულ პერსონაჟს კი განსხვავებული ხმა აქვს. სუბტიტრებში ყოველი სიტყვა მაშინ ანათებს, როცა ის წარმოითქმის.

  • სუბტიტრებს ერთი შეხებით გამორთავთ
  • ტექსტის ზომას თავად აირჩევთ
  • ფონურ მუსიკას ფლეერიდან ჩართავთ ან გამორთავთ
ნაწყვეტი ზღაპრიდან „კატა და ვეფხვი“: სუბტიტრები გამორთულია, ნახატები კი ნელა მოძრაობს და ერთმანეთს ენაცვლება.

ნახატები ამბავთან ერთად მოძრაობს

ნახატები ამბავთან ერთად იცვლება და ნაზად მოძრაობს, თითქოს წიგნის ფურცლები ცოცხლდება. ასე ამბავს ყველაზე პატარებიც ადვილად მიჰყვებიან.

  • ყოველ ზღაპარს საკუთარი ნახატები აქვს
მშობლის ზონის „ჩამოტვირთვები“: დაკავებული ადგილი, მეხსიერების ლიმიტი და ჩამოტვირთული ზღაპრები.

ინტერნეტის გარეშეც

ზღაპარი პირველი გახსნისას ჩამოიტვირთება, შემდეგ კი მას ინტერნეტის გარეშეც მოისმენთ გზაში, სოფელში თუ თვითმფრინავში.

  • ჩამოტვირთვებს მშობლის ზონაში მართავთ
  • მეხსიერების ლიმიტს თავად ირჩევთ
სიზმარას მთავარი ეკრანი ძილისწინა რეჟიმში: მოსმენის გაგრძელება და ახალი ზღაპრები.

ძილისწინა რეჟიმი

ძილისწინა რეჟიმში აპი მუქ, თბილ ფერებზე გადადის და ეკრანი ოთახს ნაკლებად ანათებს. შეგიძლიათ თავად ჩართოთ ან აირჩიოთ „ავტომატური“. მაშინ აპი ტელეფონის პარამეტრს მიჰყვება.

ძილისწინა თაროზე კი მშვიდი ზღაპრები გელოდებათ, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას „მთის წყარო“ და „წიფლისჩიტა“.

პროფილი: ფონური მუსიკა, იერსახე, აპის ხატულა და მშობლებისთვის განკუთვნილი პარამეტრები.

მშვიდი და უსაფრთხო სივრცე

აპში რეკლამა არ არის. შესვლა, პერსონალური ზღაპრები და პარამეტრები მშობლის ზონაშია, პროფილის ბოლოს.

აპში რეკლამა არ არის. შესვლა და პარამეტრები მშობლის ზონაშია, პროფილის ბოლოს.

  • მონაცემებს არ ვყიდით
  • ბავშვის პროფილი მხოლოდ თქვენს ტელეფონზე ინახება
  • ანალიტიკას მშობლის ზონაში ერთი შეხებით გამორთავთ

დაწვრილებით: კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

ფონური მუსიკისა და სუბტიტრების პარამეტრები სიზმარას პროფილში.

ფონური მუსიკა

ზღაპარს ნაზი მელოდია ახლავს. მუსიკას ფლეერში ნოტის ღილაკით ან პროფილის პარამეტრებიდან ჩართავთ და გამორთავთ.

ჩემი ზღაპარი

თქვენი პატარა ზღაპრის გმირია

  1. პერსონალური ზღაპრის შექმნის ჩატი და ნახატების სტილის არჩევა.

    აღწერეთ თქვენი პატარა

    სახელი, გარეგნობა და ერთი იდეა.

  2. ნინოს პორტრეტი ზღაპრული აკვარელის სტილში: ხვეულთმიანი გოგონა სათვალითა და ყვითელი სვიტრით.

    აირჩიეთ პორტრეტი

    მოიწონეთ სასურველი ვარიანტი.

  3. დედას ნინო ბაღში მიჰყავს, აღმზრდელი კი მათ ღიმილით ხვდება.ნინო ბაღში ახალ მეგობართან ერთად ბურთით თამაშობს.

    მოუსმინეთ მის ზღაპარს

    ნახატებითა და ხმით, 10-15 წუთში.

ილუსტრირებული მაგალითი: ნინოს პირველი დღე ბაღში.

ფასი, კონფიდენციალურობა და დეტალები
ფოტოს ჩვენ არ ვინახავთ

ფოტოს მხოლოდ ერთხელ ვიყენებთ პატარის გარეგნობის აღსაწერად. ნახატები მხოლოდ ამ აღწერით იქმნება. როგორ ვამუშავებთ ფოტოს

ერთი პერსონალური ზღაპარი 10.49 ₾ ღირს. ეს ერთჯერადი შესყიდვაა, გამოწერის გარეშე. თუ ზღაპრის შექმნა ვერ მოხერხდა, კრედიტი ავტომატურად დაგიბრუნდებათ.

ეს მაგალითია: ნინო გამოგონილი გოგონაა, პორტრეტი და სურათები კი სიზმარამ დახატა.

ზღაპრების თარო

ყველა ზღაპარი ერთ თაროზე

ზოგი ზღაპარი უფასოა, დანარჩენი კი სიზმარა Plus-ში გელოდებათ.

ფასი

დაიწყეთ უფასოდ

ყოველი ზღაპრის პირველ წუთს შესვლის გარეშეც მოისმენთ. Apple-ით ან Google-ით შესვლის შემდეგ კი უფასო ზღაპრები მთლიანად გაიხსნება.

Plus-ის გადახდის პერიოდი
  • უფასო

    0 ₾

    შესვლის შემდეგ

    • უფასო ზღაპრები მთლიანად
    • ყოველი ზღაპრის პირველი წუთი
    • სუბტიტრები და ძილისწინა რეჟიმი
    • მოსმენა ინტერნეტის გარეშე
  • ყველა ზღაპარი

    სიზმარა Plus

    3.49 ₾თვეში

    ან 34.49 ₾ წელიწადში

    34.49 ₾წელიწადში

    თვეში დაახლოებით 2.87 ₾

    • ყველა ზღაპარი ბოლომდე
    • ახლად დამატებული ზღაპრებიც
    • გაუქმება ნებისმიერ დროს, ანგარიშის გვერდზე

    Plus-ის ჩართვა

  • პერსონალური ზღაპარი

    10.49 ₾

    ერთი ზღაპრის ფასი, გამოწერის გარეშე

    • მთავარი გმირი თქვენი პატარაა
    • 1 ზღაპარი = 1 კრედიტი, კრედიტს ვადა არ გასდის
    • თუ შექმნა ვერ მოხერხდა, კრედიტი ავტომატურად ბრუნდება

    ზღაპრის შეძენა

სიზმარა Plus-ის ჩართვა და პერსონალური ზღაპრების შეძენა ანგარიშის გვერდზე შეგიძლიათ. შედით იმავე Apple ან Google ანგარიშით, რომლითაც სიზმარას აპში შედიხართ, და შესყიდვა აპშიც გამოჩნდება.

სიზმარა Plus-ის ჩართვა ანგარიშის გვერდზე შეგიძლიათ. შედით იმავე Apple ან Google ანგარიშით, რომლითაც სიზმარას აპში შედიხართ, და შესყიდვა აპშიც გამოჩნდება.

პერსონალური ზღაპრების შეძენა ანგარიშის გვერდზე შეგიძლიათ. შედით იმავე Apple ან Google ანგარიშით, რომლითაც სიზმარას აპში შედიხართ, და შესყიდვა აპშიც გამოჩნდება.

გადახდას ლიცენზირებული საგადახდო სერვისი (Flitt) ამუშავებს. Plus-ის გამოწერა ავტომატურად განახლდება, სანამ მას არ გააუქმებთ; გაუქმების შემდეგ Plus გადახდილი პერიოდის ბოლომდე მუშაობს. პერსონალური ზღაპრები Plus-ში არ შედის და ცალ-ცალკე იყიდება. დაწვრილებით: გამოყენების პირობებში.

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

ვისთვისაა სიზმარა?

ზღაპრები 3-დან 8 წლამდე ბავშვებისთვისაა. პატარის ასაკისა და საყვარელი თემების მიხედვით შესაფერის ზღაპრებს პირველ რიგში ვაჩვენებთ.

უფასოა სიზმარა?

ყოველი ზღაპრის პირველ წუთს შესვლის გარეშეც მოისმენთ, Apple-ით ან Google-ით შესვლის შემდეგ კი უფასო ზღაპრები მთლიანად გაიხსნება. ყველა ზღაპრის მოსასმენად ჩართეთ სიზმარა Plus: 3.49 ₾ თვეში ან 34.49 ₾ წელიწადში.

როგორ მოვუსმინო ზღაპარს ინტერნეტის გარეშე?

ზღაპარი პირველივე გახსნისას ჩამოიტვირთება და შემდეგ მას ინტერნეტის გარეშეც მოისმენთ. ჩამოტვირთულ ზღაპრებს „ჩამოტვირთულია“ ნიშანი აქვს.

რა ემართება პატარის ფოტოს?

ფოტო არასავალდებულოა: გარეგნობის აღწერა ფოტოს გარეშეც შეგიძლიათ. თუ ფოტოს აირჩევთ, ის ერთხელ იგზავნება Microsoft Azure OpenAI-ში, რომელიც ბავშვის გარეგნობის მოკლე აღწერას ქმნის. ნახატები მხოლოდ ამ აღწერით იქმნება.

ფოტოს ჩვენ არ ვინახავთ. Microsoft-ს კი შეუძლია სერვისის მოთხოვნები ბოროტად გამოყენების მონიტორინგისთვის 30 დღემდე შეინახოს. დაწვრილებით: კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

რა ღირს პერსონალური ზღაპარი?

ერთი პერსონალური ზღაპარი 10.49 ₾ ღირს. ეს ერთჯერადი შესყიდვაა და Plus-ში არ შედის: Plus ზღაპრების ბიბლიოთეკას ხსნის, პერსონალური ზღაპრები კი ცალ-ცალკე იყიდება.

შესყიდვისას ერთ კრედიტს იღებთ, რომელიც ზღაპრის შექმნისას იხარჯება. კრედიტს ვადა არ გასდის.

სად ვიყიდო Plus ან პერსონალური ზღაპარი?

ამ საიტზე, ანგარიშის გვერდზე. შედით იმავე Apple ან Google ანგარიშით, რომლითაც სიზმარას აპში შედიხართ, და აირჩიეთ Plus ან პერსონალური ზღაპარი. გადახდას ლიცენზირებული საგადახდო სერვისი (Flitt) ამუშავებს, შესყიდვა კი აპში ავტომატურად გამოჩნდება.

სად ვიყიდო Plus?

ამ საიტზე, ანგარიშის გვერდზე. შედით იმავე Apple ან Google ანგარიშით, რომლითაც სიზმარას აპში შედიხართ, და აირჩიეთ Plus. გადახდას ლიცენზირებული საგადახდო სერვისი (Flitt) ამუშავებს, შესყიდვა კი აპში ავტომატურად გამოჩნდება.

სად ვიყიდო პერსონალური ზღაპარი?

ამ საიტზე, ანგარიშის გვერდზე. შედით იმავე Apple ან Google ანგარიშით, რომლითაც სიზმარას აპში შედიხართ, და აირჩიეთ პერსონალური ზღაპარი. გადახდას ლიცენზირებული საგადახდო სერვისი (Flitt) ამუშავებს, შესყიდვა კი აპში ავტომატურად გამოჩნდება.

სად ვმართო სიზმარა Plus?

ანგარიშის გვერდზე. იქ ჩანს, რომელ თარიღამდეა Plus ჩართული, და იქვე შეგიძლიათ გამოწერის გაუქმება ან აღდგენა. გაუქმების შემდეგ Plus გადახდილი პერიოდის ბოლომდე მუშაობს.

აპში რეკლამაა?

არა, აპში რეკლამა არ არის. მონაცემებს არ ვყიდით და სხვა აპებსა თუ საიტებზე თვალს არ გადევნებთ.

სად ჩამოვტვირთო სიზმარა?

სიზმარა iPhone-ისა და iPad-ისთვის უკვე App Store-ზეა. Android-ის ვერსია მალე Google Play-ზე გამოჩნდება.

სხვა კითხვები გაქვთ? პასუხებს დახმარების გვერდზე ნახავთ.

ძილი ნებისა

სიზმარა უკვე App Store-ზეა

კითხვები გაქვთ? პასუხებს დახმარების გვერდზე ნახავთ.